ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფერსის საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კორდინატორი ზურაბ ცუცქირიძე ახალციხის შსს-ს რაინულ სამმართველოში გადაიყვანეს.
ენმ-ს ცნობით, ცუცქირიძის შსს-ში გადაყვანა არჩევნებს უკავშირდება. თავად ზურაბ ცუცქირიძე აცხადებს, რომ პოლიციაში ნარკოტიკულ თრობასა და სიმთვრალეზე შეამოწმეს.
ცუცქირიძემ პოლიციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
შს სამინისტროში მოქალაქის სამმართველოში გადაყვანის მიზეზებზე არ საუბრობენ.