ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მთაწმინდის მე-20 საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი არ დასტურდება.
„მთაწმინდის მე-20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი მოხდა. ეს ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთხელ გადაამოწმა. აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რამდენჯერმე გადავამოწმეთ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყუთი საარჩევნო უბანზეა“, _განაცხადა მიქელაძემ.