ბრიტანელმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნა გადაწყვიტა. როგორც თავად კემბელმა განაცხადა, ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ცნობილ ბრენდთან.
"მე უკვე მივმართე რამდენიმე ცნობილ ბრენდს წინადადებით, რომ მათთვის ხაზი შევქმნა, ჩემთვის ეს საინტერესოა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ", _ განაცხადა სუპერმოდელმა.
"როგორც კი მზად ვიქნები განცხადება გავაკეთო, ამის შესახებ აუცილებად გაცნობებთ, დაელოდეთ ჩემს განცხადებას", _ აღნიშნა კემპბელმა.
მისივე თქმით, ის ამაყობს საკუთარი მეგობრებით, რომლებიც დიზაინერები გახდნენ და ძალიან სიამოვნებს მათი შექმნილი ტანსაცმლის ტარება.