გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იმ იდეის გაგრძელებაა, რომელიც ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს, _ ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
”ეს არის იდეის გაგრძელება. შეთანხმებულია ეს გადაწყვეტილება. განსხვავება შეიძლება ეხებოდეს ტაქტიკას და დროის მონაკვეთს, თუმცა, ძირითადად, ეს არის თანმიმდევრული და შეთანხმებული პროცესი, რომელიც ეხება ახალი ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას”, _ განაცხადა შარტავამ და განმარტა, რომ ”ამ პროცესის დაწყებას, პიროვნებებს შორის საუბრების დაწყებას პოლიტიკურ ველზე პარტიებისგან თავისუფალი პიროვნებების არსებობა სჭირდება და მოუხდება. პარტიული ანგაჟირების გარეშე უფრო ადვილი იქნება საყოველთაო თემებზე საუბარი და შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტიიდან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა მდივანმა სწორედ ჩვენი შეთავაზების და ჩვენი კურსის გასაგრძელებლად. სხვა ფიგურებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საყოველთაო საკითხზე ერთმანეთთან საუბარს მოისურვებენ და ეს საუბარი უკეთესი გამოვა პარტიული ანგაჟირების გარეშე”.