საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.
იღუმენია ელისაბედის ჯილდო მის წარმომადგენელს მარიამ მარგველაშვილს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.