"გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული.დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება", _ ამ სიტყვებით მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა. უსუფაშვილმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება.
ჩემი დღევანდელი გამოსვლა კი, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლებოდა თქმულიყო – მადლობა ყველას! თქვენ იცით, საქართველოს როგორ ემსახუროთ.
ახლა გული სიხარულით მაქვს სავსე იმიტომ, რომ დღევანდელი დღე პარლამენტის ცხოვრებაში რაღაც ეტაპის დასასრულია და ახალი ეტაპი იწყება, უკეთესი ეტაპი, რომელსაც კიდევ უფრო უკეთესი მოჰყვება და ეს ყველაფერი ნამდვილად ასე იქნება. სჯობს, ადამიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს, ქვეყანაში სხვა ბევრი საქმეა საკეთებელი, მათ შორის პარლამენტშიც.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე.