"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოა ანგარიშით 20:16 დაამარცხეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს.
შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.
შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც მე-60 წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამოას მატჩი მიეძღვნა გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.