20-23 ნოემბერს, სინოპტოკოსები დასავლეთ საქართველოში, ძლიერ ქარს ვარაუდობენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვატყობინებენ, 20-დან 23 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში _ ზოგან ქარბუქი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.