წუხელ, ნაშუაღამევს, სამტრედიაში ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადააძრო. ასევე, საცხოვრებელი ბინის მარჯვენა მხარეს, ქარმა მოთხარა მაღალი ნაძვი,
რომელმაც გზა მთლიანადა ჩახერგა, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და წაქცეული ხე ნაწილ-ნაწილ ჩაჭრეს, რომ უპირველესად გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. სხვა სახის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც სრულდება. ქარი ისევ ძლიერად ქრის. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.