პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.
კომიტეტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იქნება.
გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარეს კიდევ ორი მოადგილე ეყოლება _ ”ქართული ოცნების” მხრიდანრატი იონათამიშვილი, ”ნაციონალური მოძრაობიდან” კი, გიორგი ტუღუში.