რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება ნოდარ ხადური, მის ადგილს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, ქუმსიშვილს კი გიორგი გახარია შეცვლის.
მინისტრთა კაბინეტში ადგილს დაიკავებს კახა კალაძე, ის კვლავ ენერგეტიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.
მინისტრთა კაბინეტში ადგილი აღარ ექნება ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს, მას ზურა ალავიძე შეცვლის.
.,თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე კი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტს დაიკავებს , ის დავით ბაქრაძეს შეცვლის.