ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებებს აპირებს, თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ თემაზე განმარტებებს უფრო კონკრეტულად მოგვიანებით გააკეთებს.
„ეკონომიკის მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება. დამოკიდებულება ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ დარჩება იგივე, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკას და ბიზნესს განვითარებაში. ის ვალდებულებები, რაც გვაქვს აღებული, აუცილებლად იქნება შესრულებული. საკადრო ცვლილებებს ვაპირებ, თუმცა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.