მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელოვანია როგორ ვითარდება დარგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განუცხადა. დავით სერგეენკომ განვლილი ოთხი წლის რეფორმების მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვა დაასახელა და აღნიშნა, რომ განვლილმა დრომ სუსტი წერტილებიც გამოავლინა.
“მთავარ ცვლილებებს და რეფორმებს, რომლებიც განვლილი 4 წლის განმავლობაში გატარდა, შეიძლება, თავი მოვუყაროთ ერთ ცნებაში, რაც არის საყოველთაო ჯანდაცვა. რაც შეეხება ახალ დაგეგმილ რეფორმებს, ამ ოთხმა წელიწადმა, მიღწევების გარდა, რა თქმა უნდა, გვაჩვენა გამოწვევებიც და ის სუსტი წერტილები, რასაც გამოსწორება სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.