მსახიობი ბრედ პიტი FBI-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ერთ-ერთ შვილს, სასტიკად არ მოქცევია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალური აგენტების ცნობით, პიტმა 15 წლის მადოქსს ხელი დაარტყა.
"გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეისწავლა საქმის გარემოებები და გამოძიება შეწყვიტა. ბრედ პიტი ბავშვებზე ზრუნავს,"_აცხადებენ FBI-ში.
როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლის ბავშვების მეურვეობა მარტოს სურს, ხოლო ბრედ პიტი ექვსივე შვილზე, რომელთაგან 3 ანჯელინა ჯოლიმ იშვილა, ვიდრე წყვილი დაქორწინდებოდა, იურიდიული და ფიზიკური მეურვეობის მოპოვებას ცდილობს.