საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მოადგილეები წარადგინა. როგორც თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, პირველ მოადგილედ პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა, მეორე მოადგილედ – ზაზა ჩხაიძე, ხოლო გენერალური შტაბის უფროსის მესამე მოადგილედ შალვა ჯაბახიძე დასახელდა.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ნიკა ჯანჯღავა ორმხრივ თანამშრომლობასა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე იზრუნებსს, ზაზა ჩხაიძე შტაბის დირექტორი იქნება, შალვა ჯაბახიძე უზრუნველყოფს სამანევრო ელემენტებზე პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფის საბრძოლო ელემენტებს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თქმით, ის ახალი გუნდით აპირებს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის უწყებას დაგეგმილი აქვს.