გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადასტურებს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, სამინისტრო ევროპულ სტანდარტებზე უნდა გადავიდეს.
"ყველა დეპარტამენტის რეორგანიზაცია გულისხმობს იმას, რომ შს სამინისტრო ევროპულ სტანდარტებზე გადავიდეს. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დაცულობის განცდა. კრიმინალურ პოლიციასაც და ყველა დეპარტამენტს შეეხება ცვლილება. არ გამოვრიცხავ შემცირებებს", _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.