"მე ვარ შოკში მას შემდეგ, რაც გუშინ მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოვისმინე. ეს იყო ქვეყნის საბაზრო ლიბერალური პოლიტიკიდან გადახვევა ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისადმი.
ის, რაც მოვისმინეთ, მთავრობას 2 დღით ადრე ამ დარბაზში არ უთქვამს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს ყველანი. მათ არ უთქვამთ, რომ თურმე გადსახადების მომატებას აპირებენ აქციზზე, ავტომობილების იმპორტზე, გაძვირდება საწვავი, რასაც ყველანაირ საქონელზე მოჰყვება ფასების მატება.
მთვრობას არ უთქვამს, რომ გააუქმებდა ონლაინ სესხების სისტემას. მოგვწონს თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ მყარი საფინანსო სისტემა თავისუფალ საბაზრო წესებზეა დამყარებული.
ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ვიღაცის ვალების გასტუმრებას. თურმე, იმის გამო, რომ ლარი გამყრდეს, მთავრობა გეგმავს 65 მლნ ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხების დოლარიდან ლარში გადასაყვანად", _ განაცხადა რომან გოცირიძემ.