ჩინურმა კომპანიამ „CSR Sifang“, რომელიც ცინდაოში მდებარეობს, ექსპლუატაციაში გაუშვა მსოფლიოში პირველ ტრამვაი, რომელიც წყალბადის ელემენტებზე მუშაობს.
ტრამვაის დასამუხტად 3 წუთი საკმარისია. ერთი დამუხტვით შემადგენლობა 100 კილომეტრს ფარავს. მისი მაქსილამული სიჩქარეა 70 კმ/სთ.
ჩინელები ამაყობენ იმით, რომ მსგავსი ტექნიკური მიღწევა ჯერჯერობით მხოლოდ მათ გააჩნიათ.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ლიან ცზიანინმა განაცხადა, „წყალბადის ტრამვაის“ პროექტში გამოყენებულია მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიები და შემადგენლობა აღჭურვიალია „მშვენიერი ტრანსმისიით“. მისი თქმით, „წყალბადის ტრამვაი“ სწრაფად კრეფს სიჩქარეს, საიმედოა ექპლოატაციაში, არ ახასიათებს მკვეთრი მოხვევა და არ საჭიროებს მნიშვნელოვან საოპერაციო ხარჯებს.
სამვაგონიან ტრამვაიში 60 დასაჯდომი ადგილია. შემადგენლობას საერთო ჯამში 400 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
ტრამვაის ექსპლოატაცია სპეციალური ბაქნების მშენებლობას არ საჭიროებს, რადგან შემადგენლობა ძალიან დაბალია – ვაგონის იატაკი რელსიდან მხოლოდ 38 სმ. სიმაღლეზე მდებარეობს.
ჩინური მხარის განცხადებით, ტრამვაი უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს.