გადაცემა ბიზნესკონტაქტის ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მიღებული გადაწყვეტილებები შეცვალონ:
"გაიწვიეთ და უკან წაიღეთ ბოლო განცხადებები. გარდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისა, დანარჩენი კონტრპროდუქტიულია და არათანამიმდევრული.ბიზნესი დაწყნარდება.
გაიწვიეთ და გადადეთ (მინიმუმ 1 წლით) მოგების გადასახადის რეფორმა. არავის სჭირდება. თან ამ ფასად. მოგებას რეალურად ვერავინ ნახავს.გასანაწილებილი არავის არაფერი ექნება.არათუ დასაბეგრი.
შეხვდით IMF (სავალუტო ფონდი) და აღადგინეთ პროგრამა. ქვეყანაში შემოვა ვალუტა და ინვესტორები დაწყნარდებიან.
შეკვეცეთ ხარჯები: ჯანდაცვა და ადმინისტრაციული ხარჯები.ჯამში მინიმუმ 300-500 მილიონია
P.S. საცივი და გოჭი ლარს არ უშველის.
მარხვაა" _ წერს ისაკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.