თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 21 წლის გოგონას დაეჯახა.
გოგონა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.