შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანა.
„მოვინახულე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მოვისმინე მათი სურვილები და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. როდესაც ცენტრში მოვდივარ ყოველთვის დადებითი ემოციით დატვირთული ვარ. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მათი საზოგადოებაში ადაპტირების მიზნით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი სასიკეთო პროექტებია სამომავლოდ დაგეგმილი“, _ აღნიშნა გია სალუქვაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წელს დაწესდა. (R)