ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ. განსაკუთრებული ზიანი გორდელაძეების, ანდღულაძეების და ჩაჩანიძეების ოჯახს მიადგა:
"ნატანებში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
ძლიერი ქარის მიუხედავად, ნატანებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა," _ გვითხრა ეკა მგელაძემ.
აღსანიშნავია რომ ამ დილით სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა დაბა ურეკს.