წუხელ, საქართველოში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვის პირველი შემთხვევა 03:24 საათზე, სამი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი გორში იყო.
ცენტრის ცნობით, აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთში, 03:26 საათზე, კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ამჯერად, ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა და ეპიცენტრი ყაზბეგის რაიონის სოფელი გველეთი იყო.