BBC-ის ინფორმაციით, იტალიაში გამართული რეფერენდუმის შემდეგ ევრო დოლართან მიმართებაში დაეცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევრომ ვარდნა მას შემდეგ გააგრძელა, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა რენზიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც ცნობილია, 1 ევრო 1.0507 დოლარი ღირს, რაც 2015 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი კურსია.
ანალიტიკოსების განცხადებით, სიტუაცია საგანგაშო არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვირის დაწყებასთან ერთად ბაზარზე ნერვიული ვითარებაა შექმნილი, საგანგაშო ჯერჯერობით არ არის, ბაზარს ჯერ აქვს იმუნიტეტი პოლიტიკური რისკის მიმართ,"_აცხადებს CITY INDEX DIRECT-ის დამფუძნებელი დირექტორი კატლინ ბრუქსი.
როგორც ცნობილია, იტალიის ეკონომიკა შესაძლებელია მყიფე და გაურკვეველმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ დააზიანოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ანალიტიკოსები იტალიის საბანკო სექტორის მდგომარეობით განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან.
ამავე თემაზე: