ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. პატარაძეს ნდობა 14-მა დეპუტატმა გამოუცხადა მმართველი გუნდიდან. ოპოზიციურ პარტიებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ:
"დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე, რა მიმართულებითაც ვუმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ გამოგვივა" – განაცხადა პატარაძემ.
როგორც ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ აღნიშნა, მინისტრების წარსადგენად მას ათდღიანი ვადა არ დასჭირდება.