დედამ შვილი ნაჯახით მოკლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მკვლელობაში ბრალდებული დედა გადაყვანილია პოლიციის სამმართველოში.
"პირველის“ კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, რომ გარდაცვლილია 50 წლამდე ასაკის კაცი.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილეზებული.
შსს–ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-20 წლამდე ან უვადოდ.
წყარო: pia.ge