პაკისტანის საერთაშორისო აეროპორტის ლაინერი, რომლის ბორტზეც 40 მგზავრი იმყოფებოდა მწყობრიდან გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავმა PK-661-მა რომელიც ჩიტრალიდან ისლამბადში მიფრინავდა კონტროლი დაკარგა.
რაიონული პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი ისლამბადიდან 43 მილის მოშორებით, ჰელვალიანთან ახლოს ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია, 2006 წელს მომხდარი ავარიის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, ხოლო უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ევროკავშირმა აღნიშნულ კომპანიას რეისების განხორციელება 2007 წელს აუკრძალა.