კიევის ფსიქოლოგიის ცენტრში, ერთ-ერთ თანამშრომლად მუშაობს ძაღლი. უჩვეულო ექიმი, ლაბრადორი ლინა ეხმარება ბავშვებს აუტიზმისა და ნერვული აშლილობის მკურნალობაში.
უკრაინაში კანისთერაპია (მკურნალობა ძაღლების დახმარებით) დიდი ხანი არ არის, რაც დაინერგა.
სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ოთხფეხა მეგობრები აჩქარებენ გამოჯანმრთელებას.
ბავშვთა ფსიქოლოგი ვალერია კუკსა, რომელიც ცენტრის პატარა პაციენტებთან მუშაობს, აღნიშნავს, რომ ძაღლებთან თამაშის დროს პატარები ემოციურად იხსნებიან და საკუთარი თავის რწმენა ემატებათ.
თავის მხრივ, ძაღლები გრძნობენ ადამიანის შინაგან მდგომარეობას და აქტიურად ეხმარებიან მას სირთულეებთან გამკლავებაში.