კალათბურთის ერთ-ერთ მატჩს რეჟისორი ვუდი ალენი ესწრებოდა. შესვენების დროს, მას გვერდზე მჯდომმა ბიჭმა ჰკითხა: „ვუდი, თქვენი აზრით, ვინ უფრო მაგარი მსახიობია – შონ პენი, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო თუ ჯეკ ნიკოლსონი?“
„საინტერესო კითხვაა“, _ გაუღიმა ვუდიმ და თქვა: „მე არ მომწონს ალ პაჩინო!“
შემდეგ რეჟისორმა განაგრძო მის შესრულებულ როლებზე საუბარი ისე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. პირველი 1983 წელს, ბრაიან დე პალმას მიერ შექმნილი ლეგენდარული სახე, ტონი მონტანა გააკრიტიკა: „ამიხსენით რა არის კარგი „ნაიარევ სახეში“, ან რითია კარგი მისი როლი „ნათლიმამაში“, – თქვა მან, ბიჭს მიუბრუნდა და ჰკითხა: „რაზე ვსაუბრობდით?“
როგორც აღმოჩნდა, ვუდი ალენი მიიჩნევს, რომ კარგი მსახიობია შონ პენი და ის ყოველთვის კარგ ფილმებში თამაშობს, მაგრამ მისი საყვარელი მსახიობი მაინც ჯეკ ნიკოლსონია.
„ჯეკი უდიდესია, მასთან ახლოსაც კი ვერავინ მივა“, _ თქვა რეჟისორმა.