ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5887 ლარი გახდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5887 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7474 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0313 ლარი შეადგინა.