სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი ბოდიშს იხდის ფოტოს გამო, რომელიც მან სვანეთში შიშველმა გადაიღო. ერთ-ერთი, ვინც ფოტოს ავტორს სოლიდარობას უცხადებს, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა.
“სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან.
მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში _ ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოვაქვეყნებდი
ps ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე”, _ წერს ნიკა გვარამია.