გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-18 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი, მთაში თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
14-18 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და დღისით 0, +5, ზოგან -1, -3 გრადუსი იქნება.