"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმას ავრცელებს. მიმართვის მთავარი მიზანი ყველანარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია სახელდება.
„1. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ყველა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
2. ვაგრძელებთ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” ფარგლებში მომავალ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც პარლამენტს განსახილველად სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.აღნიშნული კანონპროექტი მთავრი ინსტრუმენტი გახლავთ ნარკოპოლიტიკის არსებითი ცვლილებისათვის.
3. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვრჩებით თანამშრომლობის რეჟიმში.
ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება, ასევე მზად ვართ მათთან ერთად დავსახოთ პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის გზები.
4. დაველოდებით პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის მიღებას – ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას. რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში, თეთრი ხმაურის მოძრაობა პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავს“, _ აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ მიმართვაში.