"საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე" _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
„საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება კომისიის წესით შექმნის შესახებ ვფიქრობ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. წარმოდგენილი პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკური ნდობის ფორმატს. უფრო მეტიც, ის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ გადაწყვეტილების მიღებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი თავს შეიკავებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე", _ განაცხადა აბაშიშვილმა.