სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მოადგილედ, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" თავად ჯავახიშვილმა დაუდასტურა, რომელიც ახალ სამსახურში დღეს წარადგინეს.
ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ზაფხულში აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშნავენ (თორდიას ამ დროს ეწურება ვადა) თვითმმართველობის სფერო ჩაბარდა.