ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.