ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა. ისინი ადგილობრივების დახმარებით თოვლის მასიდან დროულად ამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.