ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის თემში შემავალ სოფელ თხილაგანში მეწყერი ჩამოწვა.
ზემოხეთის მაჟორიტარი დეუტატი ერეკლე უღრელიძის თქმით, მეწყერი დღეს შენიშნეს, მაგრამ, სავარაუდოდ, წუხელ ჩამოწვა: ძალიან რთული მდგომარეობაა. მოსახლეობამდე, სულ რაღაც სამი მეტრი აშორებს. მართალია, ეს მუდმივმოქმედი კომლი არაა, მაგრამ წელიწადში 6 თვეს მაინც, სოფელში ატარებს. მუდმივმოქმედ კომლებთან კი 20-25 მეტრითაა დაშორებული. ეს ადგილი ეზოს უკანა მხარესაა და თითონ მცხოვრებლებმაც კი არ იცოდნენ. სოფლის ცენტრიდან დაინახა ერთ-ერთმა თანასოფლელმა. მივედით მე და გამგებლის წარმომადგენელი ზემოხეთის თემში სერგო კოტრიკაძე. ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა, გარდა მაგისა კიდევ საშიში მდგომარეობაა რამდენიმე ადგილას. ჩაშვავებულ მიწაში მოყოლილია საყანე ფართობი და გზა, თუმცა, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ერეკლე უღრელიძე.