იაპონიაში, ტოხოკუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მექანიკური გული შექმნეს, რომელიც უსადენო ტუმბოს წარმოადგენს.
ტუმბო წუთში ხუთ ლიტრ სისხლზე მეტის მიმოქცევას უზრუნველყოფს. ამისათვის, მოწყობილობაში ცილინდრის მაგნიტია ჩამონტაჟებული, რომელიც ზუსტად იმ სიხშირით ტრიალებს, რა სიხშირითაც იკუმშება ნამდვილი გული.
პროფესორ კაზუსი ისიამას თქმით, ტრადიციული მექანიკური ტუმბოები დიდი ზომებით გამოირჩევა, რაც მათ სხეულში იმპლანტაციის საშუალებას არ იძლევა. ახალი მინი-ტუმბო კი, არამარტო კომპაქტურია, არამედ მარტივი სტრუქტურითაც ხასიათდება.