ლექსების, სიმღერების და პროზაული ქმნილებების წერა საუკეთესო წამალია სტრესისაგან თავდასაცავად. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიელი მეცნიერები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს შემოქმედებითი საქმიანობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ამ პროცესების დროს ტვინის იმ უბნის მუშაობა ნორმალიზდება, რომელიც არეგულირებს ემოციურ გაუწონასწორობლობას. ამავე დროს აქტიურდება ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტროლზე.
ამ დასკვნების საფუძველზე მკვლევარები აპირებენ ჩამოაყალიბონ პაციენტებისადმი ახალი თერაპიული მიდგომა სტრესული მდგომარეობების, ფობიებისა და შფოთვის დროს.