“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სოფლების წარმომადგენლებს და მათ თანაშემწეებს, შემცირების მიზნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელი მოაწერინეს.
მოსალოდნელი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით გაფრთხილებთ, რომ შრომის კოდექსის 108 მუხლის თანახმად, იქნებით გათავისუფლებული სამსახურიდან", _აღნიშნულია განცხადებაში, რაზეც საჯარო მოხელეებს ხელი მოაწერინეს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ საუბრისას რამდენიმე სოფლის წარმომადგნელემა და თანაშემწემ დაუდასტურა.
ოზურგეისს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსმასახურში აცხადებენ, რომ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ ოზურგეთის მუნიციციპალიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანება.