ხვალისთვის სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში თოვლის ზვავები, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.