ბახმაროს უკვე აქვს სერიოზული შანსი, გახდეს ზამთრის კურორტი. ამის დასტური კურორტზე, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, უცხოელი ტურისტების ყოფნაა. ისინი ბახმაროა ჰავის, პირობების, კლიმატის კარგად შესწავლას აპირებენ და ამისთვის იქ სამი თვის განმავლობაში დარჩებიან.
_ ბახმარო ზამთარში პირველად მასპინძლობს უცხოელ ტურისტებს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იგი უკვე ზამთრის კურორტია! _ ამბობს ა(ა)იპ "ბახმაროს" დირექტორი დავით საჯაია და სიტყვების დასტურად ფოტოებსაც გვიზიარებს.