პატრიარქს შესაძლოა დაცვა მოუხსნან. ამ საკითხზე უახლოეს დღეებში სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.
აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, იოსებ ოხანშვილმა გაკეთა.
მან სატელეფონო კომენტარის დროს განაცხადა, რომ გარკვეული უთანხმოება ქორეპისკოპოსის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის იყო, მაგრამ ეს ინციდენტი სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და არა ფიზიკური დაპირისპირება.
pirveliradio.ge