"გურია ნიუსის" ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ანა გოჩაშვილი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტში უკვე დაგვიდასტურეს.
გოჩაშვილი ერთი წლის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.
2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელი იყო.
პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ახალი უფროსი მუშაობდა ტელეკომპანიებში "იმედი", "მაესტრო" და იყო სტუდია "GNS"-ის გამომძიებელი ჟურნალისტი.