თითქმის ერთი საათია, გურიის არცერთ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გათიშვა კომპანიას არ უკავშირდება. როგორც კომპანიის პრესსამსახურში "გურის ნიუსს" უთხრეს, სისტემაში გათიშვა ძაბვის ცვლილებამ გამოიწვია. უწყებაში პასუხი არა აქვთ კითხვაზე, როდის განათდება ჩაბნელებული გურია.
სიბნელეში დარჩენილი გურულები რომელთა ტელეფონებს ბატარეები ჯერ კიდევ დამუხტული აქვთ, სოციალურ ქსელში "მე-9 ბლოკის" ჩართვას დაუყოვნებლივ ითხოვენ.