მსახიობმა მარიონ კოტიარმა თავისი სამსახიობო კარიერით მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამჯერად, ის ბედს სამოდელო ბიზნესშიც ცდის.
პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. როგორც ვიცით, ის "დიორის" ოფიციალური სახეა, თუმცა ამჯერად ფრანგული სახლისთვის მან დიზაინერის სტატუსით იმუშავა და დიორის ჩანთების ახალი კოლექცია წარმოადგინა.
„ჩანთების დიზაინზე ბევრი ვიფიქრე. საბოლოოდ კი, როკ-ენ-როლ-ის და მინიმალიზმის ტანდემზე შევჩერდი. ჩემი აზრით, შედეგად, "დიორის" ჩვეული, დახვეწილი დიზაინის ჩანთები მივიღე“, _ ამბობს მარიონ კოტიარი.