ნაკლები განათება წონის დაკლებაში გვეხმარება _ ესაა ახალი კვლევის შედეგი, რომელიც მოვიდა ნიუ იორკიდან, კონკრეტულად კი კორნელის უნივერსიტეტიდან.
შედეგები იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი _ როდესაც ვიკვებებით დაბალ შუქზე და დაბალ მუსიკაზე, ჩვენი ორგანიზმი იღებს ნაკლებ კალორიებს და საკვებსაც მეტი სიამოვნებით მივირთმევთ.
კვლევის მიხედვით, რომელიც რესტორანში ჩატარდა, 29 ადამიანი დაჯდა იმ მხარეს, სადაც იყო დაბალი შუქი და მუსიკა, 33 ადამიანი კი _ სადაც შუქი და მუსიკაც იყო მაღალზე.
მეცნიერები დააკვირდნენ, რომ 62 ადამიანმა შეუკვეთა, თითქმის, საკვების იგივე რაოდენობა, მაგრამ ისინი, ვინც დასხდნენ მხარეს, სადაც დაბალი შუქი და მუსიკა იყო, შეჭამეს შედარებით ცოტა, ვიდრე მეორე მხარეს მჯდომმა ადამიანებმა. ატმოსფეროდან კი მიიღეს უფრო მეტი სიამოვნება.