"ქალაქ ოზურგეთის მერია გრეგორიანულ ეკლესიას ბიუჯეტიდან დააფინანსებს" _ ამის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
_ ჩვენი თანაქალაქელები, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, თანაბარნი არიან კანონის წინაშე და ბიუჯეტით სარგებლობის უფლებაც, შესაბამისად, თანაბრად აქვთ.
მინდა გითხრათ, რომ პირველად ოზურგეთის ისტორიაში, ჩვენ დავაფინანსებთ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ გრეგორიანულ ეკლესიას.
ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტული გარემოთი, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი მშვიდობიანად ცხოვრობდა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, _ აღნიშნა სიორიძემ ჩვენთან საუბრისას.
ქალაქ ოზურგეთის მერია ასევე აფინანსებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს და სამრევლო სკოლებს.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ "გურია ნიუსის" ხუთშაბათის ნომერში.