ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფლინს, რომელმაც პოსტი სამი კვირისა და სამი დღის მუშაობის შემდეგ, რუსეთთან ახლო ურთიერთობის გამო დატოვა, გენერალი მაკმასტერი შეცვლის.
გავრცელებული ცნობით, მაკმასტერი ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, სადაც მთავრობის ანტიკორუფციულ მიზნებზე მუშაობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე ქვეყნის პრეზიდენტი ვიცე-ადმირალს, რობერტ ჰარვარდს განიხილავდა, თუმცა მან უარი პირადი მიზეზების გამო თქვა.